Tag: Vista

  • სტივ ბალმერმა აღიარა, რომ Windows Vista-ზე ტყუილად დაკარგეს დრო

    ტოპ-მენეჯრების ყოველწლიურ კონფრენციაზე CEO Summit საუბრისას, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა აღიარა, რომ მისმა კომპანიამ ტყუილად დაკარგა დრო ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს შექმნაზე. „ჩვენ ძალიან ვეცადეთ და შედეგად ტყუილად დავკარგეთ ათასობით კაც-საათი“, — განაცხადა ბალმერმა.

    Windows Vista-ს წარმოება ძალიან გაიწელა, ალბათ უფრო იმის გამო, რომ Microsoft-ი ჯიუტად ცდილობდა დაენერგა გამჭოლი DRM-ი. ეს მართლაც ტიტანური შრომა გამოვიდა, რომელმაც ადექვატური აღიარება ვერ პოვა. მაშინ როდესაც Microsoft-ი ამ ამოცანაზე ტვინს ასხამდა, კონკურენტებმა Apple-ისა და Google-ის სახით დაიპყრეს ინტერნეტ-შიგთავსის ბაზარი. ბალმერის გამოსვლის ფრაგმენტები შეგიძლიათ ნახოთ 30-წუთიან ვიდეოში (Silverlight).

  • Boot Camp-მა მიიღო Windows Vista-ს 64-ბიტიანი ვერსიების მხარდაჭერა

    საინსტალაციო დისკებზე, რომლებიც მოყვება Apple Mac Pro-ს, Boot Camp-ის დრავიერების შემადგენლობაშ შედის დრაივერები Microsoft Windows Vista-ს 64-ბიტიანი ვერსიისათვის.

    Boot Camp-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ამ პროგრამული უზურნველყოფით შეიძლება სარგებლობა Microsoft Windows XP-ის და Vista-ს მხოლოდ 32-ბიტიანი ვერსიებთან, იმ შემთხვევის გამოკლებით, როდესაც ინსტალაცია მიმდინარეობს Mac Pro-ზე, – ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება 64-ვერსიების გამოყენება.

    გამორიცული არაა, რომ Leopard-ის მორიგი განახლება, Mac OS X 10.5.2, აღჭურვილი იქნება Boot Camp-ის განახლებული ვერსიით, სადაც მხარდაჭერილი იქნება 64-ბიტიანი ოს-ების მხარდაჭერა ყველა Mac-ზე Intel Core 2 Duo პროცესორით.

    წყარო: MacRumors

  • QuickTime 7.3-ის განახლება აღმოფხვრის უწესრიგობას

    Apple-მა გამოუშვა QuickTime-ის განახლება, რომელიც უზრუნველყოფს ზოგიერთი უწესრიგობის აღმოფხვრას. განახლება გამოსულია შემდეგი ოს-ებისათვის: Mac OS X 10.5 Leopard, Mac OS X 10.4 Tiger, Mac OS X 10.3 Panther და Microsoft Windows XP (Service Pack 2) და Vista.

    კერძოდ განახლება აღმოფხვრის QuickTime Real Time Streaming protocol (RTSP)-ის უწესრიგობას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მავნე კოდის გაშვება ნებისმიერ კომპიუტერზე.

    განახლების დაყენება შეგიძლიათ Apple Software Update-ით. ფაილის ზომა მერყეობს 20,3-დან 52,6 მბაიტამდე.

    დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ გვერდზე.

     

    წყარო:

    Apple