iTunes Gift Card – ახალი საიტი

საქართველოში მცხოვრები ეფლის ტექნიკის მოყვარულები დიდად არ ვართ განებივრებული ეფლის მხრიდან ყურადღებით. წლების განმავლობაში არ გვქონდა ქართული App Store და შესაბამისად, არ შეგვეძლო ქართული საბანკო ბარათებით სერვისების საფასურის გადახდა. გამოსავალი იყო გარკვეული ნომინალის ე.წ. Gift Card-ების შეძენა, სპეციალური კოდის შეყვანა საჭირო ადგილას და, voila! აღნშნული თანხა მყისიერად ჯდებოდა ანგარიშზე. შემდეგ რაიმეს შეძენა უკვე აღარ იყო პრობლემა.

მართალია, წელიწადზე მეტია, რაც როგორც იქნა გვეღირსა ქართული App Store და ბევრი გადავიდა კიდევაც ქართულ ვერსიაზე, მაგრამ მე Family Sharing მაქვს ჩართული, დისკურ სირვცეს ვყიდულობ თვეში $2.99-ად და შესაბამისად ქართულ ვერსიაზე გადასვლა არ მაწყობს. ამიტომ ისევ ვრჩები ამერიკულ ანგარიშზე.

Gift Card-ების შეძენის ორი გზა არსებობდა ამ ბოლო დრომდე, TBC Pay და Unipay. ბოლო დროს თიბისის სერვისზე მუდმივად არის გარკვეული პრობლემები, ხან კოდი არ მოდის, მერე უნდა მხარდაჭერას დაუკავშირდე და ეხვეწო კოდი გამოგზავნონ და მოკლედ, საწვალებელია. უნიპეიზე შედაერებით ძვირია და აღარც ვიყენებ ამ სერვისს.

მაგრამ ამასწინათ გუგლში ქევისას შემთხვევით წავაწყდი ახალ სერვისს. შესაძლოა ახალი არცაა და მე ახლა ვნახე. ჰოდა მინდა გაგზიზიაროთ:

giftcards.ge

თავიდან ცოტა დავეჭვდი, ფიშინგური საიტების მეტი რა არის ქსელში. მაგრამ ბოლოს მაინც წამძლია ცნობისმოყვარეობამ და გადავწყვიტე, თუ რამეა, 5 დოლარი შემეწირა ამ საიტის შემოწმებაზე, ჰეჰე.

დავდე ბარათზე 5 დოლარი და დავწყე ბარათის შეძენა. ძალიან კარგი ის არის, რომ გადახდის მექანზმებში ასევე არის Apple Pay! რაც ერთიორად ამაღელბს ტრანზაქციის უსაფრთხოებას. მეც სწორედ მისი საშუალებით ვიყიდე 5 დოლარიანი ბარათი და, ჰოი საოცრებავ! რამდენიმე წამში სანუკვარი კოდი მოვიდა ელფოსტის მისამართზე!

შევიყვანე და გააქტიურდა. მოკლედ, მე ამიერიდან ამ სერვისისთ ვისარგებლებ და თქვენს გირჩევთ! სულ ეს იყო ამ ეტაპზე, აბა დროებით!

Posted in Apple | Tagged | Comments Off on iTunes Gift Card – ახალი საიტი

სანდრიკო, ეკა და მე

გამარჯობა მეგობრებო, მე აქ წლებია უკვე არ დამიწერია, ხანდახან პოდკასტს თუ დავდებ და ეგ არის. შესაძლოა ამ ბლოგმა ამოწურა თავისი თავი, ან მე არ მაქვს სურვილი წერის, ან კიდევ სხვა რამე მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ მე მაწიხებს ის აზრი, რომ ეს ბლოგი წლებია ასეა მოგდებული. არადა, წელს, 27 ივნისს 14 წელი უსრულდება. აბა! ცოტაა განა?

მე ბევრი სიხარული არ მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი მაქვს — ჩემი ეკა და ჩემი სანდრო ❤️

პრინციპში, მე სხვა ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ესენი მყავდნენ კარგად, დანარჩენს ეშველება როგორმე.

მე კიდევ ვეცდები აქ ვწერო ხანდახან მაინც. არა ტექნოლოგიებზე  აქ ნამდვილად აღარ დავწერ, უფრო ალბათ პირად ცხოვრებაზე. ვნახოთ, როგორ გამოვა.

მანამდე დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე! 🙂

Posted in ბლოგის სიახლენი | Comments Off on სანდრიკო, ეკა და მე

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S06E01]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S06E01]
/

მოგესალმებით მეგობრებო!

როგორც იქნა, აღვადგინე პოდკასტის ჩაწერა და მეექვსე განახლებული სეზონით დაგიბრუნდით :)

დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებ ამ თვითიზოლაციის შესახებ, როგორ ვარ, როგორ ვმუშაობ და რაც მთავარია, როგორ ვებრძვი წონის მატებას! ;)

Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E06]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E06]
/
  • სანდროს თითიდან ავუღეთ სისხლი და ავცერით წითელაზე
  • რემონტი სახლში
  • მუდლის ახალი თემა
Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E05]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E05]
/

დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ:

  • წონის კლების შესახებ
  • როგორ დასრულდა იმპორტის ექსპერიმენტი
  • ეფლის კლასის გამართვა
Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E04]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E04]
/

დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ:

  • სანდრიკოს პირველი დაბადების დღე
  • წონის კლება გრძელდება
  • რამდენიმე მცირე მიღწევა ვორდპრესში ხელით ნაწერი საიტების იმპორტისას
Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E03]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E03]
/

დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ:

  • Survey ODK
  • ჩემი დაბადების დღე და რატომ არ მეშინია
  • წონას ისევ ვებრძვი

Tagged | Leave a comment

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E02]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E02]
/

მეგობრებო, დღევანცდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ:

  • ვეწვიე ნიკო ნერგაძის პოდკასტს
  • ჭარბი წონა — ჩემი დიდგორი

Tagged | Leave a comment

დოქტორი დელფიუსი ნიკოს პოდკასტში

დღეს თავის გადაცემაში მიმიწვია ნიკო ნერგაძემ. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ უმრავ რამეზე: ტექნოლოგიები, კინო-ეფექტები, სტარ ტრეკი, სტარ ვორზი, ფანტასტიკა და ა.შ. გვისმინეთ, საინტერესო რამეა :)

Posted in ყველა სტატია | Comments Off on დოქტორი დელფიუსი ნიკოს პოდკასტში

დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E01]

დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S05E01]
/

ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ დოქტორ დელფიუსის ორშაბათის რადიო-პოდკასტი კვლავ ეთერშია! სპონტანურად ჩაწერილი გამოშვება და ამბები იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში ;)

Tagged | Leave a comment