Categories
Apple ყველა სტატია

iPhone 3G-ის თვითღირებულება სულ რაღაც 100 დოლარია

კომპანია Portelligent–ის ექსპერტებმა ჩაატარეს ახალი iPhone 3G–ის მაკომპლექტებლების და მასალების თვითღირებულების ანალიზი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი 100 აშშ დოლარს არ აღემატება (მაგალითდ iPhone Nano 8Gb მწარმოებელს სულ რაღაც $83 უჯდება).

თუკი უფრო ღრმად ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ თვითღირებულების ნახევარი სენსორული ეკრანისა (30$) და NAND 8გბ–იანი ფლეშ–მეხსიერების (20$) ღირებულებას მიაქვს.

გამოდის Apple–მა ახალი ტელეფონი 199 დოლარადაც რომ გაყიდოს (ოპერატორების მიერ სუბსიდირების გარეშე), სტივ ჯობსი მაინც კარგ მოგებაში დარჩება.