კომპანია Portelligent–ის ექსპერტებმა ჩაატარეს ახალი iPhone 3G–ის მაკომპლექტებლების და მასალების თვითღირებულების ანალიზი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იგი 100 აშშ დოლარს არ აღემატება (მაგალითდ iPhone Nano 8Gb მწარმოებელს სულ რაღაც $83 უჯდება).
თუკი უფრო ღრმად ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ თვითღირებულების ნახევარი სენსორული ეკრანისა (30$) და NAND 8გბ–იანი ფლეშ–მეხსიერების (20$) ღირებულებას მიაქვს.
გამოდის Apple–მა ახალი ტელეფონი 199 დოლარადაც რომ გაყიდოს (ოპერატორების მიერ სუბსიდირების გარეშე), სტივ ჯობსი მაინც კარგ მოგებაში დარჩება.