Categories
Apple ყველა სტატია

BeatMaker უკვე AppStore-ში

Intua–მ შექმნა მეტად სასარგებლო დამატება BeatMaker, რომელიც ახალი თობის მობილურ მუსიკალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და პირდაპირ iPhone/ipod touch–ში მუსიკის შესაქმნელად გამოიყენება. BeatMaker შეიცავს პროგრამულ ბითბოქსებს, სემფლებს და მუსიკალური ფრაგმენტების დასადებ ბილიკებს. ეს და სხვა შესაძლებლობები BeatMaker–ს, მობილურ მოწყობილობაში მუსიკის შესაქმნელ, უნიკალურ, მრავალფუნქციურ ინსტრუმენტად აქცევს. მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება.

პროგრამას გააჩნია დიდი რაოდენობით აუდიოეფეტები, შეყოვნების და სინქრონიზაციის უნარიანი ორი დამოუკიდებელი არხი, 3 ექუალაიზერი, და პოპულარული Bit-Crusher. შეგიძლიათ მიუთითოთ აღწარმოების რიტმი, დააყენოთ შესაბამისი სიხშირეები, ან აღადგინოთ ძველი, დაზიანებული სიმღერები.

შეგიძლიათ ძალიან სწრაფად შექმნათ მუსიკალური კომპოზიცია და მყისიერად დააექსპორტოთ აუდიოფაილის სახით. AppStore–ში გამოჩენამდე, შემქმნელები აპირებენ დამატების რამდენიმე სასარგებლო შესაძლებლობით აღჭურვას. პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია.