Google Chrome… OS!

დღეს დილით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუგლის ოფიციალურ ბლოგში. გუგლი იწყებს… ოპერაციული სისტემის გამოშვებას! სახელად Google Chrome Operating System. საინტერესოა ფრიად.

ახალი ოპერაციული სისტემა ღია წყაროზეა დაფუძნებული, ის იქნება მსუბუქი, ადვილად მოსახმარი და გამიზნულია ე.წ. ნეტბუქებისათვის. ამ წლის ბოლომდე გუგლი საჯაროდ გამოჰფენს მის წყაროს, ხოლო მომხმარებელბს მისი შეძენა უკვე 2010 წლის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ.

ოს-ის ძირითადი ასპექტებია სისწრაფე, სიმარტივე და დაცულობა. როგორც გუგლი ამბობს, ამ ოს-ის ჩატვირთვაზე თქვენ ორიოდ წა,ზე მეტი არ დაგეხარჯებათ. ვნახოთ, ვნახოთ. მომხმარებლის ინტერფეისი მინიმალისტურად იქნება გადაწყვეტილი, სადა, როგორც გუგლის ყველა პროდუქტი.

Google Chrome OS გაეშვება როგორც x86, ასევე ARM პლათფრომაზეც. ბირთვი ექნება… ლინუქსის. მე ასე მგონია, რომ თუ გუგლი მართლაც კარგად იმუშავებს და შექმნის ამ ახალ ოს-ს, ეს იქნება ლინუქსის სხვა დისტროების დასასრული. ვინაიდან როგორც იქნა გამოვა ლინუქსის ისეთი ვერსია, რომელიც მომხმარებლებზე იქნება ორიენტირებული და არა დეველოპერებზე, როგორც ახლა.

გუგლი გვახსენებს რომ ეს პროექტი განსხვვადება ანდროიდის პროექტისაგან. ანდროიდი დამოუკიდებელია და ამ ახალ წამოწყებასთან არაფერი აქვს საერთო.

მოკლედ, ამ დილაადრიან ფრიად საინტერესო სიახლე შემოგვიგდო გუგული დეიდამ! მეც კი დავინტერესდი ამ ახალი ოს-ით. :)

This entry was posted in Apple, ყველა სტატია and tagged . Bookmark the permalink.