გაი კავასაკი და მაკინტოშის გზა

თითქმის ნებისმიერ ადამიანს (როგორც წესი სიყმაწვილეში) ეწვევა ხოლმე სურვილი, რომ შეცვალოს სამყარო უკეთესისაკენ. ზოგი ამისათვის რევოლუციას აწყობს, ზოგიც ომს იწყებს. თუმცა ე.წ. სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში ზოგიერთი ამ სურვილს ახორციელებს ტექნიკური სიახლეების დანერგვით, რაც ხალხს ადრე არარსებულ შესაძლებლობებს აძლევს.

დიპლომირებული ფსიქოლოგი გაი კავასაკი – სახელმძღვანელოს „რევოლუციის კეთების ხელოვნება“-ს მომავალი ავტორი აგრეთვე იმ ხალხის რიცხვიდანაა, რომლებსაც სამყაროს შეცვლა უნდათ. თავის პირველ წიგნში „The Macintosh Way“ კავასაკის ვაშლისებურად მოყავს ცნობილი გამოცანა თანამშრომლების რაოდენობაზე, რომლებმაც ნათურა უნდა დაამაგრონ: „Apple-ის თანამშრომელი იღებს ხელში ნათურას და სამყარო მის გარშემო იწყებს ბრუნვას“. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, კავასაკიზე საუბრის მნიშნელოვანი კულტურული ფენა უშუალოდ სათაურშია – „The Macintosh Way“… მაკ-დო – მეომრის გზა

ამ პატარა წიგნში, რომელიც დასურათებულია პაგოდებით და სამურაებით, არ არის არცერთი ფრაზა, რომელიც ფორმალურად მაინც სცილდება დასავლურ კულტურას. მაგრამ დაფიქრდით, კავასაკიმ წიგნს დაარქვა „The Macintosh Way“, გულისხმობდა რა სიტყვაში „way“-ში იაპონურ იეროგლიფს „დო“ – გზა სულიერი სრულყოფისაკენ განსაკუთრებული ხელოვნების გზით. ჩვენთან მიღებულია სიტყვები კენდო, ძიუდო, აიკიდო, ტიადო, კარატე-დო. ხოლო აშშ-ში ამ ყველაფერს აღნიშნავენ „The Way of Tea“-თი. იაპონიაში კავასაკის პირველი წიგნი შეიძლებოდა გამოეცათ სახელით „მაკ-დო“. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ძენი გულისხმობს გზის გავლას ადამიანური ცხოვრების მორევში, ადამიანური ვნებებში და მოვლენათა დუღილში, ომშიც კი. ხოლო თვითონ კავასაკი „მაკინტოშის გზა“-ს განსაზღვრავდა როგორც „ხელოვნება სწორად გააკეთო სწორი საქმეები“. და ამავდროულად კავასაკი პრაქტიკულად ყოველ თავში აკეთებს უმნიშვნელოვანეს აქცენტს კომპანიაში შემოქმედებითი სულის გამტკიცებით.

წიგნი „The Macintosh Way“ გამოიცა 1989 წელს. ეს მცირე ზომის წიგნი რბილი ყდით გვაცნობს მაღალი ტექნოლოგიების შექმნის საფუძვლების იდეებს. უკვე მიღებულია, რომ მას ახლა ვუწოდოთ „The Mac Way“ და ჩავთვალოთ როგორც „Apple-ის სახარება“. ევანგელისტი – ზუსტად ასე ერქვა კავასაკის თანამდებობას კომპანიაში.

სილიკონის ხეობაში, სადაც სპეციალისტები არცთუისე იშვიათად გადადიან ერთი კომპიუტერული კომპანიიდან მეორეში, ხალხი, რომელიც Apple-ში ხვდებოდა, განიმსჭვალებოდა ხოლმე განსაკუთრებული მოტივაციით საქმისადმი, ანუ ამ კომპანიის სული განსხვავდებოდა სხვა ასეთივე ტიპის კომპანიების იდეოლოგიისაგან. ოდესრას როკფელერმა სთქვა, რომ ბიზნესი ეს არის რაღაც საშუალო სპორტსა და ომს შორის. ხოლო ბევრი დაეტანხმებოდა აგრეთვე იმ აზრს, რომ ბიზნესი ჰგავს მეომრის გზას (ბუდო). ხოლო კავასაკის წიგნი, მსგავსად ძენისა, არის არა ფილოსფია, ან ფსიქოლოგია, არამედ ცხოვრების პრაქტიკა, რომელიც საშუალებას გაძლევს გაიარო გზა, რომელიც უცნობია ადამიანისათვის, რომელიც ისწრაფვის ხილული მიზნისაკენ. ამ თეზისის დამამტკიცებლად კავასაკი წერს: „მე ვაქვეყნებ ჩემს იდეებს და მეთოდებს ამ წიგნში, რათა თქვენ შეძლოთ მათი გამოყენება. მოდით ნუ შევეჯიბრებით სტრატეგიის და ტაქტიკის ცოდნაში. მოდით გავეჯიბროთ მათ აღსრულებაში“. კავასაკის იდეები სარგებლობდნენ და ახლაც სარგებლობენ ავტორიტეტით კომპიუტერული ინდუსტრიის ლიდერებს შორის. ხოლო მაკის რიგით მომხმარებელთა შორის, რომლებმაც კულტი შექმნეს თავიანთი „ვაშლისმიერი“ მეგობრისაგან, კავასაკი გახდა ამ კულტის მთავარი ქურუმი. გაი კავასაკიში არის უშუალობა, სიმკვეთრე, იუმორი და სილამაზის შეგრძნება, რაც ერთდოულად იწვევს გაღიზიანებასაც და ბედნიერებასაც. დაახლოებით იგივე ახასიათებს ძენსაც. მაგრამ კავასაკი, ბუდისტებისაგან განსხვავებით, ფრიად მიმწოლი პიროვნებაა, რომ არა ვთქვათ აგრესიულიც კი: „თუკი აზრი დიდი სიზუსტის შესახებ ჟურნალისტს თავში თუნდაც ერთი ნანოწამით გაუელვებს, ვფიქრობ რომ მოხდა იშვიათი და ღირშესანიშნავი ამბავი“. ეს არის მაგალითი მისი ტიპიური ინტონაციისა. თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, რომ კავასაკის პუბლიკაციები და საჯარო გამოსვლები – ხშირად ლამაზი სიტყვებით თამაშია, რომლებიც იუმორით უნდა აღვიქვათ. უმეტესწილად მისი სიტყვები სულის მოთქმაა მათვის, ვისაც არ უნდა მაიკროსოფტისებურად მოწყობილი სამყარო. Windows 95-ის არსებობის დროს კავასაკიმ გამოაქვეყნა სტატია „Plug & Play and Plug & Pray“, სადაც სამართლიანად დასცინა მაშინდელ არასრულყოფილ ტექნოლოგიას. ხუმრობა, რომელიც ამ სტატიის სათაურშია, ბევრს მოეწონა და მრავალჯერ იქნა გამეორებული ჟურნალებში. მაგრამ უნდა ავღნიშნოთ საცინარი ფაქტი, რომ კალამბური „ჩართე და ილოცე“ ზუსტად რომ ევანგელისტს მოუვიდა თავში… იყო კი ძენი? როგორც შუასაუკონოვან იაპონურ ანდაზაში იტყვიან, „ყოველი ისტორია სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას მოყოლილი“. შეიძლება საკუთარ თავს ვკითხოთ: არის კი უშულოდ Apple-ის კულტურაში რაიმე აცოციაციები ძენთან? ერთი მოსაჭიდი მომენტი შეგვიძლია მოვძებნოთ: თვითონ Macintosh-ის შექმნით 1984 წელს კომპიუტერულ ინდუსტრიაში პირველად განხორციელდა ძენის პრაქტიკის მთავრი პრინციპი – დასაყრდენი ინტუიტიურ გადაწყვეტილებებზე და მოძრაობაზე. როგორც ევანგელისტი ევანგელისტს გეტყვით… კავასაკის Apple-იდან წასვლის შემდეგ მის ადგილზე ახალი ევანგელისტები მოვიდნენ. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, როდნი ო. ლაინმა, პოპულარულმა ინტერნეტ-მიმოხილველმა, რომელმაც თავის თავს „შავი გაი კავასაკი“ უწოდა, თავი მოიკლა 2002 წელს… ათეულობით სპეციალიზებულ საიტზე ერთიანდება Apple-ის მრავალი სახალხო ევანგელისტი. ისინი იშვიათად ციტირებენ კავასაკის, თუმცა არაერთგვაროვანად აფასებენ მის გამონათქვამებს. მიუხედავად ამისა, კომპანია Apple-მა არცერთ მათგანს არ შესთავაზა კავასაკის ადგილი. ასეთი შემოთავაზება ჯერ-ჯერობით მხოლოდ დონ კრებმა მიიღო – ის მიჩიგანის უნივერსიტეტის ლექტორი და წარმატებული თავისუფალი ჟურნალისტია, რომელმაც ამ წინადადებაზე უარი განაცხადა. კავასაკის სავიზიტო ბარათზე ეწერა „ევანგელისტი“, თუმცა საშტატო განრიგში მისი თანამდებობა მოიხსენიებოდა როგორც Apple Fellow. ჯერ-ჯერობით ეს თანამდებობა თავისუფალია. იქნებ კავასაკის მონაცვლე სჭირდება? მითუმეტეს, რომ Macintosh-ი მკვადრია, ხოლო ჯობსი – ჯერ არა.

ერთხელ „MacWorld Expo“-ზე კავასაკი ჯობსის შემდეგ გამოვიდა სიტყვით. ვერავის ვერ უთანაგრძნობ, ვისაც ჯობსის შემდეგ მოუწევს სიყვუთ გამოსვლა: კავასაკი ყვებოდა ახალ პროდუქტებზე, ხოლო ხალხმა დარბაზიდან გასვლა დაიწყო… მაგრამ სტივ ჯობსისათვის ევანგელისტის ტიტული ფრიად მცირეა, მას მესიის როლზე აქვს პრეტენზია.

გარაჟი ერთი შეხედვით, ევანგელისტის პროფესია საშუალებას გაძლევთ ხალხს აჩვენოთ თქვენი ტალანტი, ისე როგორც ამას ვერ მოახერხებთ სხვა პროფესიაში. მაგრამ გაი კავასაკის მთავარი საქმე გახლავთ ფირმა „გარაჟი“. ის შეიქმნა, როგორც ცხოვრებისეული პოზიციის, რომელიც თავის თავში შეიცავს სამყაროს ცვლილების სურვილს, ლოგიკური გაგრძელება. შესაძლებელი იყო სამყაროს შეცვლა Apple-ში ყოფნითაც, თუმცა იგივე შეიძლება გააკეთოთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ახალი კომპანიების ცხოვრებაში გამოყვანით. და დღეისათვის „გარაჟის“ კომპანიებიდან მიღებული ჰონორარები – კავასაკის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

აი მისი რამოდენიმე ციტატა:

„ხუთოსნები არ იყვანენ სამსახურში ხუთოსნებს. ისინი იყვანენ ათოსნებს. ოთხოსნები ქირაობენ სამოსნებს, ხოლო სამოსნები – ოროსნებს. თუ თქვენ დაიწყებთ ოთხოსნების აყვანას სამსახურში, ერთ დღეს მიიღებთ მხოლოდ ნულებს. ამას ჩვენ ვეძახით რეგვენების გამრავლებას. ებრძლოეთ რეგვენების გამრავლებას“. „ჰკითხეთ ქალებს თქვენი ბიზნეს-მოდელის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ არც კი ღირს კაცებზე ამ კითხვის დასმა. ვფიქრობ იმიტომ, რომ კაცებს გააჩნიათ ფუნდამენტალური გენეტიკური ნაკადი, ჩვენ გვაქვს მკვლელის გენი. კაცებს სურთ კვლა, ჩვენ გვინდა მცენარეთა განადგურება, ცხოველთა განადგურება, სხვა კომპანიების და პროდუქტების განადგურება. ხშირ შემთხვევაში მკვლელობის გენი საზოგადოების მიერ იქნა დასუსტებული. ერთ-ერთი ადგილი, სადაც მისი დასუსტება ვერ მოხერდა – ბიზნესია. ეს სოცილაურად მისაღებია – კონკურენციის განადგურება. თუ თქვენ ჰკითხავთ კაცს, უნდა შევქმნა თუ არა კომპანია, რათა მოვკლა Oracle-ი, Google-ი, Microsoft-ი, ნებისმიერი კაცი გეტყვით, რომ ეს შესანიშნავი იდეაა. ქალები ასე არ გეტყვიან. ასე რომ როდესაც ბიზნესის იდეა მოგივათ თავში, დროს ნუ დაკარგავთ კაცებთან საუბარში და პირდაპირ ქალს ჰკითხეთ“.

WordPress Default is proudly powered by WordPress

Entries (RSS) and Comments (RSS).