ბმულის გახსნა ახალ ჩანართში

Safari კარგი ბრაუზერია, მაგრამ მასაც ახასიათებს უცნაურობები. კერძოდ, ზოგიერთი ბმული ჯიუტად არ იხსნება ახალ ჩანართზე, არამედ იხსნება ახალ ფანჯარაში. ეს მოუხერხებელია, საჭირო ხდება ფანჯრებს შორის გადართვა, ან მუდმივად მათი გაერთიანება. ამ პრობლემის მოსახსნელად შესაძლებელია Safari-ს ცოტათი გადაკეთება. გახსენით ტერმინალი და აკრიფეთ შემდეგი ბრძანება:

defaults write com.apple.Safari TargetedClicksCreateTabs -bool true

და გადატვირთეთ Safari (თუ გაშვებული იყო მანამდე). ამის შემდეგ ბმულები ახალ ფანჯარაში აღარასოდეს არ გაიხსნება. თუ არ მოგწონთ ეს რეჟიმი და ყველაფრის უკან დაბრუნება გსურთ, აკრიფეთ:

defaults write com.apple.Safari TargetedClicksCreateTabs -bool false