Categories
Apple ყველა სტატია

გამოვიდა iPhone SDK 3.2 beta 3

წუხელ ღამით გამოვიდა iPhone SDK 3.2-ის მორიგი, მესამე ბეტა ვერსია. როგორც ყოველთვის, გასწორებულია წვრილ-წვრილი შეცდომები და დამატებულია ახალი API. სიახლეებიდან შეგვიძლია გამოვყოთ iPad Simulator-ში დამატებული ხატულა “Gallery” (MobileSlideShow.app) და ეკრანის ფონური ნახატის შეცვლის შესაძლებლობა.

მრავალრიცხოვანმა ინტერნეტ-გამოცემებმა უკვე დაიწყეს ახალი SDK-ს შიგთავსში ქექვა. ჯერ-ჯერობით ნაპოვნია შემდეგი რამ:

  • ნაპოვნია კამერის მრავალრიცხოვანი მოხსენიება, მაგრამ რატომღაც არავის არ მოსდის თავში აზრი, რომ შესაძლოა საუბარი იყოს მიერთებად კამერაზე;
  • ერთ-ერთ ფაილში ნაპოვნია ინფორმაცია ფრონტალურ კამერაზე, ციმციმაზე და ვიდეო-ზარებზე. თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვით რომ ეს ინფორმაცია iPhone-ის შესახებ არ არის.