Apple-მა გამოუშვა უსაფრთხოების სისტემის მორიგი განახლება, რომელიც აღმოფხვრის უწესრიგობებს Mac OS X 10.3 Panther და 10.4 Tiger-ში, — Security Update 2007-07.
აღნიშნული განახლებას შეაქვს ცვლილება ოპერაციული სისტემის მრავალ კომპონენტში, მათ შორის: bzip2, CFNetwork, Core Audio, cscope, gnuzip, Kerberos mDNSResponder, PDFKit, PHP, Quartz Composer, samba (Windows-ქსელების მხარდაჭერა) и WebKit/WebCore (გამოიყენება ბრაუზერში Safari და სხვა პროგრამებშიც, რომლებიც ქსელთან მუშაობენ).
განახლება გამოვიდა შემდეგი რედაქციებით: Panther Client, Panther Server, Tiger Client PowerPC, Tiger Client Universal, Tiger Server PowerPC და Tiger Server Universal. სანამ განახლებას დააყენებდეთ Mac OS X Tiger-ზე, სისტემა უნდა განაახლოთ ვერსიამდე 10.4.10.
განახლების დაყენება შესაძლებელია Apple Software Update-ის საშუალებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
წყარო: Apple