მცირედი დაგვიანებით გთავაზობთ Delphi 2010-ში დამატებული სიახლეების მიმოხილვას.
Delphi 2010-ს გაუჩნდა საკუთარი ვებ-გვერდი Embarcadero-ს პორტალზე: http://www.embarcadero.com/rad-studio-2010/
იქ დაემატება ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოები, სადაც ნაჩვენები იქნება IDE-ს ახალი შესაძლებლობები. უკვე ოთხი ვიდეო რგოლი ხელმისაწვდომია.
გამოსვლის თარიღის ანონსის შემდეგ, ბლოგერებმა დაიწყეს IDE-ს ახალი შესაძლებლობების მიმოხილვა. აი ძირითადი მათგანი (ის, რაც ამ მომენტისათვის ცნობილია):
1. ყველა მთავარი – გასწორებულია ძალიან ბევრი შეცდომა (ისინიც კი, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული Quality Central-ში). ანუ IDE-ს ეს ვერსია არ გვპირდება იყოს ყველაზე სტაბილური;
2. შეიცვალა ხატულები;
3. ფონური კომპილაცია ანუ შეიძლება გავუშვათ აპლიკაციის კომპილაცია ცალკე ნაკადში და გავაგრძელოთ IDE-ში მუშაობა;
4. გაუმჯობესებულია მუშაობა ნაკადებთან:
- შესაძლებელია რომ ნაკადებს დავარქვათ სახელები;
- გაუმჯობესებულია ნაკადების გამართვა. წყვეტის წერტილის დაყენებისას, გამართვის ფანჯარაში შეგვიძლია დავინახოთ, თუ რომელი ნაკადია ამ მომენტში აქტიური. ასევე შესაძლებელია ნაკადების გაყინვა და აქტიურის არჩევა;
- ნაკადიდან გამომდინარე წყვეტის წერტილები;
5. ძებნის გამოყოფა და ძებნის ზოლი. როგორც იქნა მოძებნილი ტექსტი გამოიყოფა სხვა ფერით რედაქტორში;
6. შესაძლებელი გახდა კომპონენეტების პალიტრის გადართვა ძველებურ რეჟიმში, ჩანართების სახით; დაფილტვრის შესაძლებლობა შენარჩუნებულია. ეს კოდი დაწერა Andreas Hausladen-მა;
7. IDE Insight. არაჩვეულებრივი რამ არის, ის გაძლევთ საშუალებას იპოვნოთ და შეასრულოთ IDE-ს ნებისმიერი ბრძანება, უბრალოდ დაიწყეთ მისი სახელის აკრეფა. მუშაობს როგორც ბრძანებებისათვის, აგრეთვე კომპონენეტებისათვის, აგრეთვე შაბლონებისთვისაც. სხვათაშორის, მისი გამოყენება შესაძლებელია ფორმაზე კომპონენეტების მოსაძებნად;
8. Code Formatter. კოდის დაფორმატების მორგებადი ხელსაწყო;
9. გასამართი ინფორმაციის ვიზუალიზატორები – ToolsApi-ს გაფართოება, რომელიც საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ მონაცემები გამართვისას უფრო მოსახერხებელი სახით (მაგალითად, შესაძლებელია Tstrings-ის შიგთავსის ტექსტის სახით ნახვა;
10. Reopen მენიუ მორგებადი გახდა;
11. დამატებულია Actions-ების შექმნა в Object Inspector-ში;
12. წვრილმანი, როგორიცაა ფაილების დახარისხება Project manager-ში, წყვეტის წერტილების მაუსით გადათრევა;
13. გაუმჯობესებები ToolsApi-ში (სხვათაშორის, მანდ არის VCS-თან ინტეგრაციის შესაძლებლობა);
14. როგორც იქნა განაახლეს Use Units ფანჯარა. ახლა შესაძლებელია გაფილტვრა და Unit-ის კონკრეტულ ადგილას დამატების შესაძლებლობა (interface-ში ან implementation-ში);
15. რეფაქტორინგი და Code Insight-ი ახლა მუშაობენ გენერიკებთან;
16. Mouse gestures-ების და (multi-)touch ინტერფეისების მხარდაჭერა. ხელმისაწვდომია კომპონენტი – ეკრანული კლავიატურა. კიდევ. კიდევ;
17. გარე ფუნქციების მონიშვნა (DLL-ებიდან) როგორც delayed, რის შედეგადაც ისინი მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ჩაიტვირთება;
18. WIC-ის (Windows Image Component) მხარდაჭერა, რაც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ Delphi-ში გამოსახულების მრავალი ფორმატი, მათ შორის .raw. ზოგიერთი ამას ისტორიულ მომენტსაც უწოდებს;
19. ფაილებთან და საქაღალდეებთან სამუშაო კლასები;
20. Delphi 2010-ს ექნება Windows 7-თან თავსებადობის სერტიფიკატი;
21. ახალი Unit-ები:
- Wincodec.pas შეიცავს TWICImage-ს. Tiff-ის, CR2-ის და NEF-ის მხარდაჭერა;
- Cor.pas –.NET Assemblies ბუნებრივი კოდიდან მხარდაჭერა;
- Direct3D.pas, D3DX9.pas, D2D1.pas – DirectX-ის სათაურის ფაილები;
- Direct2D.pas შეიცავს TDirect2Dcanvas;
- Manipulations.pas – ინერციული მანიპულაციები. ეკრანზე ნივთების ბრუნვისა და ტყორცნისათვის;
- Gestures.pas, GestureMgr.pas, GestureCtrls.pas – ხელის მოძრაობების მხარდაჭერა;
- Keyboard.pas, KeyboardTypes.pas შეიცავს კლასს TTouchKeyboard.
IOUtils.pas – RTL-ში სერიოზული დამატება TDirectory, TPath და Tfile კლასების სახით; ხატულების ახალი ნაკრები , რომელიც მოყვება IDE-ს; გაფართოებული RTTI: ატრიბუტები. ატრიბუტების გამოყენება ობიექტურ-რელაციური პროექციის მაგალითზე;
ინტერაქტიული ხელის მოძრაობების დამუშავება;
Dbx დრაივერი Firebird-ისათვის უნიკოდის მხარდაჭერით. Firebird-ის მხარდაჭერა Data Explorer-ში. ხელმისაწვდომია ყველა Dbx-დრაივერის საწყისი კოდი. ხელმისაწვდომია midas.dll-ის საწყისი კოდი (C-ზე);
წყარო: დიდი მიმოხილვა. ვიდეო დემონსტრაცია;
სიახლეები DataSnap-თან დაკავშირებით; „Import WSDL“ ოსტატი SOAP 1.2-ის მხარდაჭერით;
მნიშნელოვნად გაუმჯობესდა დამხარების ცნობარი. გაუმჯობესება შეეხო მასალების სისრულეს. დამატებულია მეტი მაგალითი. დახმარებას დაემატა რჩევები კოდის ANSI-დან Unicode-ზე გადაყვანაზე;
შესაძლებელი გახდა ინტერფეისების კლასურ ტიპზე დაყვანა as-ის გამოყენებით;
კიდევ ორიოდე სიტყვა SOAP 1.2-ის შესახებ;
HTTP-ის Datasnap 2010-ში მხარდაჭერა ISAPI.dll-ით. (დიდი სტატია ილუსტრაციებით);
რამოდენიმე წლის წინ დელფი უკონკურენტო იყო საქართველოში, საინტერესოა ეხლა როგორი სიტუაციაა?
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ დელფიმ პოზიციები C#ს დაუთმო მთლიანად.
ახლა ცოტა დასთმო პოზიციები, მაგრამ ჩემი ჯგუფი დღემდე აქტიურად იყენებს მას :)
Delphi ყოველთვის იტყვის თავისას და ყოველთვის მაგარი იქნება ;)