კომპანიამ Electronic Arts დაიწყო ორი ახალი თამაშის რეალიზაცია Mac OS X-ისათვის – სპორტული სიმულატორები Tiger Woods PGA Tour 08 და Madden NFL 08.
ამ თამაშების გამოშვება განცხადებული იყო კომპანიის მიერ Apple Worldwide Developer Conference-ზე ამ წლის ივნისში. მაშინ კომპანიამ პირობა დადო, რომ თამაშებს გამოუშვებდა ერთდროულად Mac-ისთვის და Windows-ისთვის, თუმცა მოგვიანებით გამოშვება გადადო სექტემბერ-ოქტომბერზე.
ორივე თამაში, როგორც მათი წინამორბედები, იყენებენ Cider ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას თამაშის Mac-ვერსია Windows-ვერსიის მცირეოდენი გადაკეთებით.
თამაშების გასაშვებად საჭიროა Mac-კომპიუტერი Intel Core Duo პროცესორით, 1 გბაიტი მეხსიერებით, NVIDIA 7300, ATI x1600 ან უკეთესი ვიდეო-ბარათით, აგრეთვე Mac OS X 10.4.9 და უფრო ახალი. კომპიუტერებზე Power-პროცესორებით ახალი ტამაშები არ გაეშვება.
წყარო: MacNN