ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ მობილური ტელეფონების ძებნა ყველაზე ხშირად Google–ში ხდება. შედეგად ამ საძიებო სისტემის წილი 61%–ს შეადგენს, Yahoo–ის – 18%–ს, MSN–ის – 5%–ს.
კომპანია Google–ში ირწმუნებიან, ძაღლის თავი Apple–შია დამარხული. მათი გათვლებით, iPhone–ის ძებნის სიხშირე სხვა მოდელებისას 50–ჯერ აღემატება. საინტერესო სიტუაციაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალურად ტელეფონი ძალიან ცოტა ქვეყანაში იყიდება.
კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ Apple–ის სმართფონებში ნაგულისხმევი საძიებო სისტემა სწორედ Google–ია.
მიღებული შედეგები უდაოდ შთამბეჭდავი და ლოგიკურია. Google თავის მომხმარებელს ინფორმაციას სწრაფად და ხარისხიანად აწვდის. მომხმარებელთა უმეტესობა სისტემის მუშაობის ხარისხს 10 ქულიდან 8 ქულით აფასებს.