ინტერნეტ-მაღაზიამ USBFever.com დაიწყო Apple iPod-ის ახალი აქსესუარის, დისტანციური მართვის სადენიანი პულტის გაყიდვა, რომელშიც ამავდროულად FM-ტუნერია ჩამონტაჟებული. აქსესუარი თავსებადია iPod 5G-თან, iPod classic-თან, მეორე და მესამე თაობის iPod nano-სთან და აგრეთვე iPod touch-თან. იგი ორი ფერისა გამოდის, შავი და თეთრი, აქვს ტანსაცმელზე სამაგრი.
მწარმოებლის განცხადებით, iPod 2-in-1 Remote + Radio უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ჟღერადობას და შესაძლებლობას იძლევა გადავრთოთ დამკვრელის რეჟიმები ღილაკის ერთი დაჭერით. ჩაყენებული ტუნერი უზრუნველყოფს რადიოსადგურების სიგნალის მიღებას 87-დან 107,9 მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში. სიხშირის გამოსახვა ხორციელდება დამკვრელის დისპლეიზე. შესაძლებელია როგორც ავტომატური, აგრეთვე ხელით მორგება. სიახლის ღირებულებაა — $25,99.
წყარო: USBFever.com