ჯერ კიდევ არ გასრულებულა WWDC 2010-ი ბოლომდე, სადაც ეფლმა თავისი ტელეფონის უახლესი მოდელი გვიჩვენა, რომ ინტერნეტი უკვე გაივსო წინასწარმეტყველი გურუებით თავიანთი აჯაბსანდალად ქცეული მიმოხილვებით, სადაც ისინი ახალ გაჯეტს ჩავარდნას და მივიწყებას უწინასწარმეტყველებენ. მაგრამ ისინი ბავშვები არიან მეტ უორმანთან შედარებით, რომელმაც ახალი ტელეფონის ანონსამდე მოახერხა შეეთხზა სისულელით გაძეძგილი სტატია ბრიტანულ „ტელეგრაფში“ ისე, რომ არ იცოდა არაფერი არც ფასის, არც მაჩვენებლების და არც ტელეფონის შესაძლებლობების შესახებ.
ახლა, როდესაც ახალი ოს-ი გამოსულია მალთითასკინგით, კრიტიკოსებს ნაკლები ბერკეტები დარჩათ ეფლის საგინებლად, ამიტომაც ახალ სისულეელებს იგონებენ. მაგალითად, რომ კმაერას პიქსელები ცოტა აქვს და რომ 5 მეგაპიქსელი გუშინწინდელი რამაა — თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ მეგაპიქსელების ომი დიდი ხანია დასრულებულია არგუმენტით: ბევრი მეგაპიქსელი არ ნიშნავს უკეთ გამოსახულებას, უბრალოდ ცუდი სურათი დიდი ზომისა ზდება. ან რომ ახალ ტეელფონს არ გააჩნია სატელევიზიო სიგნალის მიღების საშალება. ხოლო ფრიად თხელი შუშის კორპუსის გამო მატულობს მისი ხელიდან გასხლტომის საშიშროება! ბოლო არგუმენტი, რათამუნდა მათი აზრით ყველაზე დამანგრეველია — არ არის Flash-ის მხარდაჭერა!!! :)
ინტერნეტ-სივრცეში კვლავ ვნებათა ღელვაა, მომხმარებლები სკურპულოზურად ადარებენ სხვადასხვა ციფრებს, მეგაჰერცებს და გიგაბაიტებს, ეკრანის ზომებსა და ავტონომიური მუშაობის დროს, ამათუიმ ინტერფეისული ელემენტების არსებობა/არარსებობას, პროტოკოლებს და სხვა პარამეტრებს. თუმცა ამ ყველაფერის მიღმა ერთ რამეს ვერ ამჩნევენ. ეფლი უკვე დიდი ხანია აღარ უკეთებს რეკლამას თავის პროდუქციას ციფრებით და მახასიათებლებით. დიახ, კომპიუტერების წარმოდგენისას მეხსიერების მოცულობა, ხისტი დისკის ზომა და პროცესორის სიხშირე კვლავაც გამოისახება პრეზენტაციისას, მაგრამ მობილური მოწყობილობების შემთხვვეაში თქვენ ამას ვერ გაიგებთ. პროცესორი? A4, ეს სრულად საკმარისია. ობივატელისათვის საერთ არა აქვს მნშვენელობა ტექნიკური მახასიათებლების კორიანტელს სცენიდან. მეხსიერება? საკმარისია იმის თქვა, რომ ის სრულიად ეყოფა თამაშებისა და პროგრამების გაშვებას. ერთადერთი პარამეტრი, რასაც სტივი აცხადებს ეს არის ფლეშ-მეხსიერების მოცულობა, ისიც იმიტომ რომ გავიგოთ თუ რამდენი მუსიკა და ფილმი ჩაეტევა ტელეფონში და რა ეღირება სხვადასხვა მოდელი. იცით სტივი ამას რატომ აკეთებს? იმიტომ რომ მომხარებელთა უმრავლესობისათვის არაფრის მთქმელია მთელი ეს ტექნოლოგიური აჯაბსანდალი.
მისთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გარკვევა, თუ რა შეუძლია ამ მოწყობილობას. ვიდეოს აჩვენებს? ინტერნეტში შედის? ელფოსტის შემოწმება შეიძლება? ამ ტიპის კითხვებზე პასუხებით მომხმარებელთა უმრავლესობა კმაყოფილდება სრულიად. ერთ პატარა ციტატას მოვიშველიებ:
ტექნოლოგიური დარგი კიდევ ცოტა ხანი დაიკლაკნება მომავლის შიშით შეძრწუნებული. მრავალი ჩაებღაუჭება „iPad-ამდელი“ პერიოდის იდეებს იმის შესახებ, თუ რა არის „ნამდვილი სამუშაო“. ჩამოეკონწიალებიან იდეას, რომ ის რაც კეთდება კომპიუტერზე, არის „ნამდვილი სამუშაო“.
მაგრამ ეს ასე არ არის. ნამდვილი სამუშაო — ეს არ არის დოკუმენტის ფორმატირების გასწორება, ან პრინტერის დრაივერის დაყენება, ანდაც დოკუმენტის საიტზე განთავსება. არ არის არც PowerPoint-ის სლაიდ-შოუს მომზადება ანდა ოს-ის ხელახალი ინსტალაცია.
ნამდვილი სამუშაოა — ბავშვის აღზრდა, პაციენტის განკურნება, უძრავი ქონების გაყიდვა, საგზაო დეფექტების გასწორება, მანქანის რემონტი, სახლის დაპროექტება და ა.შ.
განა ეს რევოლუციაა, გეკითხებით მე თქვენ? და მე თვითონვე გიპასუხებთ, არა! სტივს არ გამოუგონებია ვიდეო ზარები. არც აიფონია პირველი ტელეფონი ამ ფუნქციით. უკვე რამდენიმე წელია ეს ფუნქცია გააჩნია ყველა მესამე თაობის ტელეფონს. მაგრამ გულზე ხელი დაიდეთ და სთქვით, ვინმე სარგებლობთ ამ ფუქნციით? არა, ალბათ ტელეფონის ყიდვისას, პირველი ეიფორიის ზეგავლენით რამდენიმე ვიდეო ზარს აუცილებლად გააკეთებდით, თანაც ქართველებს ვაი როგორ გვიყვარს ეს კუდაბზიკობა და მესამე თაობის ტელეფონით მარიაჟობა! მაგრამ გავიდოდა რამდენიმე დღე და თქვენ არც კი გახსოვდათ, აღარც იყენებდით ამ ფუქნციას. და ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. მთელს მსოფლიოში, სადაც 3G-ქსელებმა უკვე მყარად მოიკიდეს ფეხი ბაზარზე, ვიდეო-ზარების გამოყენება მიზერულია. რატომ? ფაქტორი ბევრია, დაწყებული ასეთი ტიპის ზარების ღირებულებით და ტელეფონებში სპეციალური პარამეტრების შეყვანის სირთულით დამთავრებული. ალბათ მეტყვით, კი მაგრან რა არის რთული რამდენიმე ათეული სიმბოლოს ტეელფონში შეყვანაში? კარგით რა! ჩემი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი თბილსში, აიფონის ერთ-ერთ რეალიზატორ მაღაზიაში როგორ მოვიდა ქალბატონი ორ პატარა გოგონასთან ერთად და დატოვა თავისი აიფონი და ბავშვების აიპოდ ტაჩები მხოლოდ იმისათვის რომ მაღაზიის ტექნიკოსს მათში პროგრამები ჩაეწერა, ალბათ ვერ დავიჯერებდი. შეიძლება მწარე სიმართლეა, მაგრამ ასეა, საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი ჩლუნგია. თანაც მაგარი ჩლუნგი. თუ არ დაუღეჭე მოწყობილობის მოხმარების წესები, გააფუჭებს. ტყუილად კი არ აქვთ ამერიკელებს, მიკროტალღოვანი ღუმელის ინსტრუქციაში რომ უწერიათ: ახლად დაბანილი ძაღლი არ გააშროთო (იყო ეტყობა მცდელობები, ძაღლისათვის სავალალოდ დასრულებული). მაგრამ დავუბრუნდეთ ეფლს.
ამ დროს სცენაზე გამოდის Apple-ი თავისი iPhone 4-ით, რომელიც გვიჩვენებს ვიდეო-რგოლს ასეთი ტიპის ზარების შესახებ და თუ როგორი მარტივია ეს — ვიდეო-ზარის განხორციელება. ეკრანზე ვხედავთ მშობლებს და შვილებს, ბებიებსა და ბაბუებს, რომლებიც შვილიშვილებთან საუბრობენ, დაქალოჩკებს, ერთმანეთს რომ ზიზია ტანისამოს აწონებენ, სმენადაქვეითებულებსაც კი — ეკრანზე ხო ჩანს ხელის მოძრაობები! გასაგებია, რომ ეს მსახიობები ასრულებენ ამ როლებს და რგოლის ძალიან კარგადაა გადაღებული. ისიც გასაგებია, რომ აიფონზე ვიდეო-ზარები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორ ახალ აიფონს შორის იქნება შესაძებელი, თანაც მხოლოდ WiFi ქსელის გავლით (ანუ არა მობილური ოპერატორის მეშვეობით). მაგრამ ეს არაა მთავარი. ცოტა ხანში ყველა ალაპარაკდება ვიდეო-ზარებზე, თუ რა მაგარი რამეა, ყველას მოუნდება ასეთი ტელეფონი.
საქმის არსი იმაშია, რომ ეფლი, როდესაც ქმნის და რეკლამირებას ახდენს თავისი პროდუქტებისა, კარგად ხვდება, თუ შემდგომში ამ პროდუქტებს ხალხი როგორ გამოიყენებს. და ტექნიკური დეტალების ცოდნა/არცოდნა ვერც დაამატებს და ვერც მოაკლებს რაისმეს ამ მოწყობილობასთან მუშაობის გამოცდილებას. თავისი პროდუქტების რეკლამის დროს ეფლი უმიზნებს მომხმარებლის გულს, აწვება რა მის ემოციურ გრძნობებს. ეფლი კარგად ხვდება, რომ სრულიად არაა საჭირო მომხარებელზე ციფრებითა და ფაქტებით ზეწოლა, საკმარისია აჩვენო, რომ ეს შიგნიდან ურთულესი მოწყობილობები გეხმარებიან ცხოვრების გაუმჯობესებაში, გამარტივებაში და ა.შ. აი მოხმმარებელი კი თვითონ გააკეთებს არჩევანს. შესაძლოა ის ვერასოდეს გაიგებს იმას, რომ აიფონით შეუძლებელია ფაილების გადაცემა ბლუთუზის მეშვეობით, ან რომ ვერ შეძლებს მის გამოყენებას ე.წ. „ფლეშკასავით“. მთავარი ეს არ არის.
მთავარია — რომ ვიდეო-ზარები მუშაობდეს.