სიახლე, რომელიც ფაქტობრივად სენსაციის ტოლფასია, გამოქვეყნა პორტალმა Gizmodo — Apple უარს ამბობს საკუთარი ტელეფონების AT&T-სთან მიბმაზე!
ამის დამადასტურებლად წარმოდგენილია Apple-ის შიდა დოკუმენტი, რომლის ნამდვილობაც დაადასტურეს ეფლის რამდენიმე თანამშრომელმა. მაშ ასე, ამიერიდან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შევიდეს აშშ-ში ნებისმიერ Apple Store-ში და პირადობის მოწმობის და AT&T-სთან ხელშეკრულების წარგენის გარეშე შეიძინოს iPhone.
ამ დროს ტელეფონები კვლავაც რჩება დაბლოკილი AT&T-ზე. მაგრამ როგორც Gizmodo აღნიშნავს, თქვენ უფლება გაქვთ რაც გინდათ ის გაუკეთოთ ტელეფონს. ;)
ჯერ დამტკიცებული არ არის ხო ოფიციალურად ?
რამდენადაც ვხვდები, ჯერ არა. ასე რომ ველი დამადასტურებელ ინფოს ;)