iTunes-ი — პოპულარობით მეორე მედია-დამკვრელი

WebSiteOptimization.com-ის ინფორმაციით, Apple-ის მულტიმედიური კომბაინი – iTunes-ი – პირველად თავისი არსებობის მანძილზე 2007 წელს ყავდა ყველაზე მეტი მომხმარებელი.

უფრო მეტი მომხმარებელი, ვიდრე iTunes-ს, ყავს მხოლოდ Windows Media Player-ს.

ერთი წლის განმავლობაში, 2006 წლის დეკემბრიდან 2007 წლის დეკემბრამდე, iTunes-ის მომხმარებელთა რიცხვი 26%-ით გაიზარდა, მაშნ როცა QuickTime Player-ის და RealPlayer-ისა შემცირდა 8,6% და 17,5% შესაბამისად, ხოლო Windows Media Player-ისა უმნიშვნელოდ გაიზარდა.