Mac OS X 10.4.10 გახდა მე-10 ვერსიის ოპერაციული სისტემის ისტორიაში პირველი განახლება, რომელიც ორნიშნა ინდექსით მთავრდება, რაც, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ბევრ პროგრამას არ მოსწონს. ტიპიური მაგალითი – Apple Remote Desktop, რომელიც მიუხედავდ იმისა, რომ “About This Mac” ფანჯარაში 10-იანი წერია, თვლის რომ კონკრეტული მაკინტოში 10.4.9-ვერსიაა. სხვა უფრო ცუდი შემთხვევებიც ხდება – ზოგიერთი ინსტალატორი უბრალოდ არ ეშვება OS X 10.4.10-ში. რა ვქნათ ამ შემთხვევაში?
პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე მარტივი გზაა – კონკრეტული პროგრამის მწარმოებლის ვებ-გვერდზე შესვლა და განახლების გადმოწერა. ხოლო თუ უახლესი ვერსიაც „აჩმახებს“, მაშინ ერთი რთული და სახიფათო ოპერაციის ჩატარება მოგვიწევს – ერთ-ერთი სისტემური ფაილის ჩასწორება.
საუბარია SystemVersion.plist ფაილის შიგთავსის დროებით ჩანაცვლებაზე, რომელიც განთავსებულია შემდეგ ადგილას: /System/Library/CoreServices. დროებით OS X 10.4.9-ად გადასაქცევად, დაგჭირდებათ ორი რამ – ადმინისტრატორის პაროლი და უფასო ტექსტური რედაქტორი
TextWrangler (9,8 მბაიტი). უნდა გავხსნათ აღნიშნული ფაილი, ორჯერ შევცვალოთ ვერსიის ნომერი, შევინახოთ ცვლილებები და გავუშვათ ინსტალატორი. ინსტალაციის დასრულების შემდეგ უნდა აღვადგინოთ SystemVersion.plist-ის საწყისი მონაცემები.
და არცერთი წუთით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისტემურ საქაღალდეში „ჩხირკედელაობა“ ფრიად საშიშია. იქნებ მაინც დაიცადოთ და დაელოდოთ, ვიდრე საჭირო პროგრამის ოპტიმიზირებული ვარიანტი გამოვა?..