მცირე არდადეგები

ვაშა!

როგორც იქნა, ჩემი არდადეგებიც დადგა!

ხვალ დილიდან ასფალტის ჯუნგლებიდან სუბტროპიკულ ჯუნგლებში გადავინაცვლებ, ქვიშაში ჩავერჭობი და ვიძინებ ბლომად.

საიტი მთელი ეს დრო გაჩერებული იქნება.

მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ ჩამოსვლისთანავე ბლომად სურპრიზებს შემოგთავაზებთ!

ჰო, რაც შეეხება თვის დასაწყისში გაკეთებული ანონსისა, ის ძალაშია და მზადდება სტატიების მთელი ციკლი.

როგორც დააკვირდით, გაჩნდა ახალი კატეგორია „ვაშლის ხრიკები“. ეს პირველი მცდელობა იყო. არდადეგების შემდეგ იგი გაიყოფა რამოდენიმე ქვე-განაყოფად.

მოკლედ, წავედი ეხლა და არ მოიწყინოთ!