
/
RSS Feed
მოგესალმებით მეგობრებო! კიდევ ერთი ორკვირიანი ჩაგდების შემდეგ ვაგრძელებ ჩემი მონო-პოდკასტის ჩაწერას. დღევანდელ გადაცემაში უფრო მეტი დრო დაეთმო ტექნიკურ თემებს, ვიდრე პირადი ცხოვრების ამსახველ მოვლენებს.
გთავაზობთ დღევანდელი გადაცემის თემებს:
- 1 ნოემბრიდან მე აღარ ვარ GO!-ს თანამშრომელი
- Apple-ის 22 ოქტომბრის სპეციალური ღონისძიების შესახებ
დიდი მადლობა, რომ მისმენთ!
დარჩით ჩვენთან!
ხმა რაღაც მომენტებში ჩუმდება ხოლმე ამ გამოშვებაში და ჩემი მოკრძალებული აზრით ფონად მუსიკა ჯობია ვიდრე სიჩუმე :)
ამ ეპიზოდის ჩაწერისას Garage Band-ის ახალი ვერსია გამოვიყენე და ვინანე :/ ან მე ვერ გავიგე რაღაც, ან ახალი ვერსია არ ვარგა. სამწუხაროდ დრო აღარ იყო ძველი ვერსიით ხელახლა ჩაწერისა, ამიტომ ფონური მუსიკა მოვაშორე, რომ უკეთ ისმოდეს.
შემდეგ ეპიზოდს ძველი ვერსიით ჩავწერ, ან ახალს დავამუღამებ :(