ბრიტანულმა კომპანიამ Heise Security, რომელიც სპეციალიზირება კომპიუტერული სისტემების საინფორმაციო უსაფრთხოებაზე აღნიშნა ახალი ოპერაციული სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა, კერძოდ — ჩადგმული ფაერვოლი.
Heise Security-ის განცხადებით, Leopard-ის ფაერვოლმა ყველა ტესტში ცუდი შედეგები აჩვენა, რომლებიც ჩატარდა როგორც სტანდარტული პარამეტრების გამოყენებით, აგრეთვე მომხმარებლების მიერ შეცვლილის დროსაც.
„Leopard-ში ფაერვოლი ნაგულისხმევად გამორთულია, ხოლო თუ ჩართავთ, ის ისე არ იქცვეა, როგორც საჭიროა. ყველაზე მკაცრი წესების ჩართვის შემდეგაც (Block all incoming connections) მაინც შეიძლება დამყარდეს ქსელური კავშირი ავტორიზაცია გაუვლელ სერვერებთან, ეაც შესაძლებლობას იძლევა სისტემასთან წვდომაზე გარედან“, – ამტკიცებს კომპანია.
Heise Security აღიარებს, რომ სისტემური სამსახურები, რომლებთანაც შესაძლებელია გარედან წვდომა, არ არიან კრიტიკული, მაგრამ შემჩნეული უწესროგობები უნდა აღმოფხვრას დაუყოვნებლივ.
წყარო: Heise Security