პირველი ტესტური ანაწყობის გამოსვლის შემდეგ ერთ კვირაზე მცირე დროში, Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა შემდეგი ანაწყობი – 9B16.
MacRumors-ის ინფორმაციით, თანმხლებ დოკუმენტაციაში არ არის ინფორმაცია ცნობილი უწესრიგობების შესახებ, თუმცა განახლებების და გაუმჯობესებების სიაც დიდად არ განახლებულა. კერძოდ, build 9B16-ში გასწორებულია დისტანციური პროიგრამების განახლების შეცდომა, ფაილების გადატანა საქაღალდეებში და DNS-თან მუშაობა. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო ანაწყობში გასწორებული იყო ფოსტის სინქრონიზაციის უწერიგობები, Spotlight-ის ინდექსირება, დისკების მართვა, DesktopServices-ის სერვისები და ფაილების გადაადგილება ტომებს შორის, ტექსტის გადახატვა, iCal-ის და CalDAV-ის სინქრონიზაცია, Keychain-ის მუშაობა, SMB, AirPort 802.1X, Application Firewall, To-Do Notes და Smart Mailboxes.
წყარო: MacRumors