იმ დროს, როდესაც Apple-ი გვატყობინებს თავისი პლანშეტის ფანტასტიური გაყიდვების შესახებ, ზოგიერთ კომპანიას ჩინეთში გამჩენი არ ასვენებს და ტრადიციულად ამზადებს პოპულარული მოწყობილობის კლონს.
კარგად ცნობილი Szenchuan-ი აპირებს დაიწყოს ფრიად საინტერესო კლონის გაყიდვა, რომელიც ალბათ ზოგერთს მართლაც მოეწონება. გარეგნულად ის ძალიან წააგავს iPad-ს, შიგთავსიც საკმაოდ მსგავსია: პროცესორი ARM Cortex-A8 1გჰც, ოპერატული მეხსიერება 512 მბაიტი, 10 გოჯიანი ეკრანი 1024×600 გარჩევადობით და 2400 მა/ს აკუმულატორით. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მოწყობილობის ოს-ი იქნება Android 2.1.
გაყიდვების დაწყების ვადების შესახებ ჯერჯერობით არ გვატყობინებენ.
Comments
One response to “ღირსეული iPad-კლონი”
მართლა არ ასვენებს გამჩენი ამ ჩინელებს :D