ჯერ კიდევ აპრილში, iPhone 3G–იზე ტექნიკური ინფორმაციის პირველი გაჟონვისას, იტყობინებოდნენ მისი ავერსის ზედა ნაწილში განთავსებულ სამ სენსორზე. ორი მათგანი – განათებულობის და სიახლოვის მიმღები (რომელიც ბლოკავს ჩატსქრინს ტელეფონის სახესთან მიტანისას) – ჯერ კიდევ პირველი მოდელიდანაა ცნობილი, ხოლო მესამე, გავრცელებული აზრის თანახმად, ვიდეოკონფერენციების ფრონტალური კამერა უნდა ყოფილიყო.
მაგრამ სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა, იტყობინება ვებ–საიტი iLoung, რომელმაც პირველმა გამოაქვეყნა ნახსენები სააპრილო გაჟონვა. რესურსის წყაროს სიტყვებით, მესამე მიმღები არა ვიდეოკამერას, არამედ სიახლოვის კიდევ ერთ მიმღებს წარმოადგენს, რომლის დანიშნულებასაც სახის სიახლოვის დადგენის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. iLounge აღნიშნავს, რომ დინამიკის მარცხნივ (პირველ მოდელში მიმღები მარჯვენა მხარეს იყო განთავსებული), ასო J–ის ფორმით განლაგებული მიმღებების ახალი წყვილი სიახლოვის განსაზღვრის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის, პირველ მოდელში ხომ ერთი სენსორი ხშირად არც მუშაობდა.
წყარო: iLounge