რატომ ხდება, რომ Microsoft-ი, რომელსაც ბაზრის 90% უკავია, ამ ბოლო დროს ხშირად ესხმის თავს Apple-ს? ამის შესახებ საინტერესო სტატია წავიკითხე Macworld-ის ფურცლებზე.
თუ ბოლო კვირეების სიახლეებს გადავხედავთ, შეიძლება ისეთი შთაბაჭდილება შეგვექმნას, რომ ჩვენ DeLorean-იანი 88 მილი სიჩქარემდე ავაჩქარეთ და დავბრუნდით ძველ კარგ დროში, როდესაც Microsoft-ი და Apple-ი ერთმანეთს ყელს ღადრავდნენ.
Apple-მა ბოლო 10 წლის განმავლლბაში კარგი ტემპი აიღო. iPod-მა დააბრუნა კომპანია მეინსტრიმში და კუპერტინო ქულებს იწერს Mac OS X-ის გაუმჯობესებით და ყველაზე ლამაზი კომპიუტერის გამოშვებით. ამას დაამატეთ Microsoft-ის პრობლემები Windows XP-ისთან და მის შემდგომ Vista-სთან და ეს კომპანია დღეს წარმოგიდგებათ როგორც არარაობა.
ამასწინდელი Google-ის ანონსმა იმის შესახებ, რომ ისინი მუშაობენ საკუთარი ვერსიის ოს-ზე – მიუხედავად იმისა, რომ იკ კიდევ მთელი წელი არ იქნება გაყიდვაში – გამოიწვია სტატიების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებშიც ხალხი ბჭობს იმაზე, ხომ არ გამოიწვევს ძებნის გიგანტის გაუგებარი ნაბიჯი ჯერ კიდევ ძლიერი, მაგრამ უკვე დასუსტებადი Microsoft-ის ჩაჩოჩებას. ათი წლის წინ ამის ძალა არავის გააჩნდა. Microsoft-ი ცდილობს საპასუხო დარტყმები მიაყენოს, მაგრამ კომპანიის პიარ-მანქანა ვერასოდეს ახერხებდა Apple-ის დაწევას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება სტილს და კრეატივს. სარეკლამო კამპანიის პირველი მცდელობა ბილ გეითსის და ჯერი ზაინფილდის მონაწილეობით სასაცილო იყო, მაგრამ ზოგიერთი მაყურებელი გაოცებული უფრო იყო, ვიდრე დაინტრიგებული და კამპანიის ფარგლებში მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი გამოუშვეს. ამის შემდეგ Microsoft-ი შეეცადა პასუხი გაეცა Apple-ის პოპულარული კამპანიისათვის „I’m a Mac“ რამდენიმე ვიდეო რგოლით „I’m a PC“, მაგრამ შედეგმა კიდევ უფრო დიდი გაოცება გამოიწვია, ვინაიდან ის პრინციპში Apple-ის რგოლების ლეგიტიმურობას ამტკიცებდა.
ყველაფერ ამას ჩვენ მივყავართ „Laptop Hunters series“ რგოლებამდე, რომლებშიც უბრალო მოკვდავთ – ისეთივე ხალხს, როგორც თქვენ და მე, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ისინი მსახიობები არიან – ეუბნებიან, რომ თუ ისინი შეძლებენ იპოვნონ გაყიდვაში კომპიუტერი განსაზღვრულ თანხაზე ქვემოთ, Microsoft-ი მათ უყიდით ამ კომპიუტერს. ეს რგოლები პირდაპირ Apple-ზეა დამიზნებული, რომლის პროდუქტები როგორც წესი უფრო ძვირია, ვიდრე მსგავსი კონფიგურაციის პკ Windows-ით. რგოლების უდიდეს ნაწილში მაკები ნაჩვენებია როგორც უფრო სუსტი და უფრო ძვირი კომპიუტერები.
სამი ეს დიდი სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Microsoft-ი კედელს ბურთებს ესვრის იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მაინც მიეწეპება. ჯერ-ჯერობით „Laptop Hunters“-ები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა (უკვე 6 სხვადასხვა რგოლი გამოვიდა) და საოპერაციო მმართველი დირექტორის კევინ ტერნერის სიტყვებით სატელეფონო ზარებიც კი გამოიწვია Apple-ის იურიდიული განყოფილების მხრიდან, რომელმაც მოითხოვა Microsoft-ისაგან შეწყვიტოს რგოლების გამოშვება ფასების აგრესიულ დაწევასთან დაკავშირებით.
ეს ერთადერთი პანჩური არაა, რომელიც ტერნერმა ამოარტყა Apple-ს მსოფლიო საპარტნიორო კონფერენციაზე. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე Microsoft-ი დაიწყებს საცალო გაყიდვების საკუთარი ქსელის გახსნას, რომლებიც „Apple-ის მაღაზიების გევრდით“. რედმონდელმა კომანიამ დაიქირავა დევიდ პორტერი, Wal-Mart-ის ყოფილი დირექტორი – სწორედ ის გაუძღვება კომპანიის საცალო გაყიდვებს. Apple-ში იგივე საქმეს უძღვება Target-ის ყოფილი დირექტორი რონ ჯონსონი, რაც თავის მხრივ მიუთითებს ფილოსოფიურ განსხვავებებზე Microsoft-სა და Apple-ს შორის (Wal-Mart — იაფი მასიური მაღაზიებია, მაშნ როდესაც Target — პრემიალური დონის).
მაშ საიდანაა დაძაბულობის ეს უეცარი მატება ორ კომპანიას შორის? Apple-ი რეგულარულად ურტყამს პანჩურებს თავის ძველ მტერს და რაც მთავარია ეს კარგად მუშაობს, თუმცa უნდა ავღნიშნოთ, რომ Microsoft-ი თვითონაც საკმაოდ ვნებს თავის თავს. Apple-ის პასუხად Microsoft-ს აშკარად უნდა რომ აჩვენოს, რომ არ აპირებს ამ კრიტიკის პასუხგაუცემლად დატოვებას.
თემას თუ დავუბრუნდებით, მე მგონია, რომ Microsoft-ი ცოტა ნერვიულობს იმის გამო, რომ კომპანია გავლენას კარგავს. როგორც აქამდე მონოლითური IBM-ი, Microsoft-იც საკუთარი არნახული წარმატების მსხვერპლია. და როგორც IBM-ი, Microsoft-ი ვერ გარისკავს სიკვდილს – მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ კომპანია კვლავაც აკონტროლებს ოს-ების ბაზრის უდიდეს ნაწილს, მაგრამ მისმა ამ მდგომარეობამ ის გახადა ზანტი, თვითკმაყოფილი და დაუცველი. ინოვაციის ის რამდენიმე იშვიათი მცდელობაც საკმაოდ უცნაური იყო – მაგალითად, ძვირადღირებული და არაპრაქტიკული სენსორული Microsoft Surface-ი. და Windows 7-ის გამოშვება არის მცდელობა გადააქციონ Vista იმად, რაც ის უნდა ყოფილიყო თავიდანვე: Mac OS X-ის ძლიერი კონკურენტი.
ადამიანები ხშირად იყენებენ Microsoft-ის პროდუქტებს იმიტომ, რომ ამის გაკეთება უწევთ და არა იმიტომ, რომ მათ ეს სურთ. ხარისხი საკმარისი იყო მაშინ, როდესაც კომპიუტერი სერიოზული ინვესტიცია გახლდათ, მაგრამ ახლა პკ-ს ბაზარმა მიაღწია იმ დონეს, როდესაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაელოდნონ იმ კომპიუტერს, რომელიც მათ ნამდვილად უნდათ.
წარმოგვიდგენს რა თავის თავს, როგორც კომპანიას, რომელიც ებრძვის Apple-ის ბატონობას, Microsoft-ი იწყებს Apple-ის ნაბიჯების გამეორებას – მაგრამ ეს ფრიად ძნელი და პოტენციურად არაგულწრფელი ნაბიჯებია, როდესაც შენჯერ კიდევ ბაზრის 90%-ს ფლობ. Microsoft-ის ყველაზე ძირითადი უპირატესობა გახლდავთ მისი ყოვლსიმომცველობა, რაც მას ასევე აქცევს დიდ სამიზნედ, ისევე როგორც უმავლესობის პოლიტიკური პარტია მეტ კრიტიკას იღებს, ვინაიდან ის სათავეშია.
საბოლოო ჯამში, როდესაც ზემოთ ხარ, მხოლოდ ქვემოთ შეგიძლია მოძრაობა.