Blog

  • Pwnage Tool 1.2

    ბიჭები iPhone-Dev Team-იდან მუშაობენ PwnageTool განახლებულ 1.2 ვერსიაზე.

    ყველაზე სასარგებლო ფუნქცია იქნება პროგრამების პაკეტების დამატება პირდაპირ PwnageTool-ში და მერე ეს პაკეტები ავტომატურად მოხვდება *.ipsw ფაილში. აგრეთვე Dev Team-მა იპოვნა ხერხი, რომ შეცვალოთ ძირეული საქაღალდის ზომა.

    ამ შესაძლებლობას ისინი დაამატებენ PwnageTool 1.2-ში, შედეგად შეგვეძლება გამოვყოთ უფრო დიდი მოცულობის გამოყოფა პროგრამებისათვის.

  • iPhone იტალიაში სამშაბათს გამოჩნდება?

    რეიტერის იტალიის ფილიალის ინფორმაციით, TIM-ი აპირებს iPhone-ის ანონსს იტალიაში უკვე სამშაბათს. წყარო აღნიშნავს, რომ ეს შეიძება ორშაბათსაც მოხდეს, ვინაიდან Telecom Italia უკვე სრულიად მზადაა.

    პირადად მე მგონია, რომ ეს ნაკლებ შესაძლებელია, ვინაიდან სტივი WWDC’08-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა 18:00 ევროპული დროით, რაც შეუძლებელს ხდის იტალიაში ახალი ტელეფონის ანონსს ამ დროზე უფრო ადრე.

  • TdClock 1.0 — კვლავ საათი iPhone-ისათვის

    TdClock – საათის ახალი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ლოგოს “Think different” და სახელგანთქმულ “Dali Clock”-ს. პროგრამის გაშვებისას ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება მიმდინარე დრო ასეთი სახით (Dali).

    ეს სახალისო პროგრამა შეგიძიათ მოიძიოთ რეპოში: http://repo.ispazio.net

  • სულ მალე iPhone-ში ვიხილავთ VLC-ს

    ZodTTD, რომელიც ცნობილია iPhone–ისთვის ემულატორების სერიის შექმნით, უახლოეს მომავალში პოპულარული მედიაფლეერის VLC–ის პორტირებაზე იტყობინება. ამჟამად პროგრამა მზადაა mpeg / mpg, avi, mp3 ფორმატების აღწარმოებისთვის. უახლოეს მომავალში დაემატება flac–ის, ogg–ის, wma/wmv–ის, DivX–ის და VCD–ის მხარდაჭერა.

    ამჟამად დამატება მხოლოდ ტესტერთა ვიწრო წრისათვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ავტორი ირწმუნება, რომ ცოტა ხანში ყველა მსურველი შეძლებს გახდეს iPhone–ისთვის VLC–ის მფლობელი.

  • App Store და 3G iPhone ერთად გამოვა

    არაოფიციალური წყაროს ცნობით, გარეშე პროგრამების ჩატვირთვის მომსახურება, iPhone 2.0. გაჭოლვასთან ერთად, მომავალ კვირას გამოვა. შემქმნელთა ყოველწლიურ კონფერენცია WWDC 2008–ზე შედგება პროგრამის ოფიციალური რელიზი.

    თუკი მოლოდინი გამართლდება, ეს ნიშნავს, რომ დამატებები და შემდეგი თაობის iPhone ერთდროულად გამოჩნდებიან ბაზარზე და iPhone–ის ბედნიერი მფლობელები მიიღებენ ნალოდინევ ახალ პროგრამებს.