მიუხედავად იმისა, რომ 3G iPhone–ის ანონსი საკმაო ხნის წინ შესდგა, ჭორები მის შესახებ არ წყდება. ერთ–ერთი არაოფიციალური წყაროს ცნობით, iPhone–ის მეორე თაობაში რელიზებული იქნება FM-რადიოსა და FOTA ტექნოლოგიის (firmware over the air downloads) მხარდაჭერა. ვინაიდან ტელეფონს არ გააჩნია ჩადგმული FM-რადიომიმღები, სავარაუდოდ საუბარია Apple „iPod Radio Remote“–ზე ან სხვა ჩადგმულ მომსახურებაზე.
მიკროკოდის დაშორებული განახლება (FOTA) კი სავსებით რეალურია და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტექნოლოგია ადვილად იპოვნის გამოყენებას 3G iPhone–ში.