Blog

  • The Times: iPhone 3G 100£-ად გაიყიდება

    ბრიტანული გამოცემა The Times იტყობინება, რომ დიდ ბრიტანეთში iPhone–ის ახალი მოდელის ფასი შესაძლოა 100£–ით განისაზღვროს. ანალიტიკოსების აზრით Apple ოპერატორებს iPhone–ის გაყიდვების სუბსიდირების უფლებას მისცემს.

    კომპანია UBS–ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მატერიკზე iPhone შეიძლება უფრო იაფადაც გაიყიდოს — 99€.

    The Times–ის წყაროების მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში iPhone–ის ახალი მოდელი გაყიდვაში, აშშ–ში დებიუტიდან მალევე, უკვე ივლისში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ iPhone–ის პირველი მოდელი გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ქსელში ამერიკისაზე ხუთი თვით გვიან გამოჩნდა.

    პირველწყარო: The Times

  • 3G iPhone 22%-ით თხელი იქნება

    3G iPhone–ში ერთ–ერთი ყველაზე გათვითცნობიერებული ჟურნალისტი ლეანდრ კენი (Leander Kahney), ამტკიცებს, რომ ახალი მოწყობილობა წინანდელზე 22 პროცენტით თხელი იქნება და არა უფრო სქელი, როგორც სხვადასხვა ახალ ამბებში იტყობინებიან.

    კენი ახდენს „პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი მსხვილი კომპანიის პროგრამისტის“ ციტირებას და ამატებს, რომ მოწყობილობას ექნება უფრო საიმედო აკუმულატორი, რომელიც 8 საათამდე საუბარს უზრუნველყოფს. ამას გარდა ტელეფონი აღჭურვილი იქნება GPS–ით და წინანდელ მოდელზე ორჯერ დიდი ფლეშ–მეხსიერებით: 16 გბ. და 32 გბ.

    იგი ასევე ახდენს UBS Investment Research–ის ანალიტიკოსის ციტირებას და ამტკიცებს, რომ ბრიტანეთში ტელეფონი უკვე ივლისში გამოჩნდება და 100£ (თითქმის $200) ეღირება.

    3G iPhone_თან დაკავშირებული ყველა ჭორების ნახვა შეგიძლიათ სპეციალურ გვერდზე.

  • საოპერაციო სისტემებში Apple-ის წილი იზრდება

    NetApplications–ის მასალებზე დაყრდნობით, დღეისთვის Apple–ის საბაზრო წილი საოპერაციო სისტემების სეგმენტში, 6%–იდან (მაისში) 7,83%–მდე გაიზარდა. დროის იმავე მონაკვეთში Microsoft–ის (ყველა საოპერაციო სისტემა) წილი თითქმის 0,5%–ით შემცირდა.

    რაც შეეხება ბრაუზერებს, Safari–იმაც ოდნავ გაიუმჯობესა პოზიციები: ამჟამად მას საბაზრო სეგმენტის თითქმის 6,25% ეკუთვნის. იმავდროულად Internet Explorer–მა დაკარგა თითქმის 1% და მისი წილი 73,75%–ს შეადგენს.

    ბაზარზე iPhone–ის მდგომარეობა კამათს იწვევს. ზოგიერთი ანალიტიკოსი პროცენტის მეათედების ტოლ ზრდაზე საუბრობს, სხვები კი პირიქით, აპარატის საბაზრო წილის შემცირებაზე საუბრობენ.

  • პირველი კვარტლის გაყიდვებში iPhone-ის წილი შემცირდა

    ბაზრის კვლევაზე სპეციალიზებულმა კომპანია IDC–მა გამოაქვეყნა 2008 წლის პირველი კვარტლის სმარტფონების ბაზრის მონაცემები. iPhone–ის წილი გაყიდვების საერთო მოცულობაში 26,7%–იდან (2007 წლის მეოთხე კვარტალში), 19,2%–მდე შემცირდა.

    იმავდროულად BlackBerry–ის წილი იზრდება — 2007 წლის მეოთხე კვარტლის 35,1%–იდან, 2008 წლის პირველი კვარტლის 44,5 %–მდე.

    საგანგაშოა? ნაბათის ცემის დროა? iPhone–ის მიმართ ინტერესი კლებულობს? დიახ, ანალიტიკოსთა ნაწილი ამ აზრს იზიარებს. სხვები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მოლოდინის პოზიციაშია – ივნისში ხომ ბევრი სიახლე იგეგმება?! ასე რომ, ობიექტურნი რომ ვიყოთ, დაველოდოთ WWDC–ის და ციფრები შემდეგ შევადაროთ.

  • iPhone: არც მთლად ჩინეთი, მაგრამ უკვე ჰონ-კონგი

    AppleInsider.com 2008 წელს iPhone ექსპანსიის სიაში ახალი ტერიტორიის შესახებ იტყობინება. კომპანია Hutchison Telecommunications Limited–მა უკვე გააფორმა ხელშეკრულება Apple–თან და აწი iPhone ჰონ-კონგში და მაკაოშიც გამოჩნდება.

    ორივე ნამცეცა ტერიტორია ჩინეთის შედარებით მცირერიცხოვან, სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ: ჰონკონგში 7 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მაკაოში კიდევ ნაკლები — 600 ათასამდე.

    მიუხედავად ამისა, ჰონკონგი ჩინეთის მსხვილ სამრეწველო და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და იქ iPhone–ის შეღწევა, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზეცისქვეშეთში შეღწევისკენ. არაოფიციალური მონაცემებით ჩინეთში iPhone–ის 400 ათასი დაქსაქსული მომხმარებელია.